BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ჩემი და მმართველი გუნდის წევრების ხედვები ბევრ საკითხში ერთმანეთს არ ემთხვეოდა“

ჩემი და მმართველი გუნდის წევრების ხედვები ბევრ საკითხში ერთმანეთს არ ემთხვეოდა, - ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. 

ქობულიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის თანამდებობიდან თავისი ნებით არ წასულა, მისი გადაყენების უფლებამოსილება კი პრემიერ-მინისტრს გააჩნდა. 

„ბევრჯერ გავაკეთე განცხადება, რომ მე თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია, მე ვიყავი გადაყენებული. რა თქმა უნდა ჩემი, როგორც ეკონომიკის მინისტრის გადაყენების პრეროგატივა აქვს პრემიერ- მინისტრს და მან დაწერა განცხადება. ეს გადაწყვეტილება რა თქმა უნდა მმართველი პარტიის ლიდერთან კონსულტაციის გზით იქნა მიღებული“, - აღნიშნა ქობულიამ.


რაც შეეხება მიზეზებს, ქობულიას ინფორმაციით, მისი და მმართველი გუნდის წევრების ხედვები ბევრ საკითხში ერთმანეთს არ ემთხვეოდა. 

„ეს იყო მთელი რიგი მიზეზები. მე არ ვუჭერდი მხარს რიგ გადაწყვეტილებებს. მოისმინეთ ჩემი მოხსენება და შეიძლება ბევრ კითხვაზე გაიგოთ პასუხი“, - აღნიშნა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა.

681