BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გიორგი ქობულია დღეს, პარლამენტში დეპუტატებს შეხვდება

დღეს, პარლამენტის კინოდარბაზში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია დეპუტატებს შეხვდება.

ქობულიასთან შეხვედრა 13:00 საათზე გაიმართება.

როგორც უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ლევან კობერიძემ გუშინ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დეპუტატების ჯგუფმა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს წერილი გაუგზავნა და პარლამენტში ღია ფორმატში მისვლა შესთავაზა.

„შეხვედრა გაიმართება პარლამენტარებთან, ვისაც დააინტერესებს საქმიანობა, რაც გიორგი ქობულიამ რვა თვის განმავლობაში გასწია და დააინტერესებს ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით მისი ხედვები. დაგროვდა ბევრი კითხვა. შეხვედრა გაიმართება დღეს, 13:00 საათზე, კინოდარბაზში“, - განაცხადა ლევან კობერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

47