BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ნათია თურნავა: „2021 წლისთვის საქართველო გაზიფიცირების მაჩვენებლებით ევროპაში ლიდერი ქვეყანა იქნება"

2021 წლისთვის საქართველო გაზიფიცირების მაჩვენებლებით ევროპაში ლიდერი ქვეყანა იქნება, - ამის შესახებ სოფელ ძველ ხიბულას მოსახლეობასთან შეხვედრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით,ამ მაჩვენებლებით საქართველო ევროპაში ლიდერი ქვეყანაა.

„შარშან გაზიფიცირების სამწლიან გეგმაზე მუშაობისას, ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ გაზიფიცირება ყველა იმ დასახლებულ პუნქტში განხორციელდებოდა, სადაც ტექნიკურად ეს შესაძლებელი იყო. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ და 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 1,3 მლნ - ზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი მოსახლეობის 85%-ია. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ლიდერი სახელმწიფოა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2019 – 2021 წლებში 226 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 201 მლნ ლარი დაიხარჯება.

 

121