BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ ახალი ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში" საქმიანობას განახლებული მენეჯმენტით გააგრძელებს. მას მიხეილ ხიდურელი უხელმძღვანელებს.

სააგენტოს ცნობით, მიხეილ ხიდურელი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის SavvY თანადამფუძნებელია. მას მენეჯმენტის კუთხით მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს, კერძოდ:  კომპანიაში „Saunders Group“ ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია ეკავა, სტარტაპ კომპანიაში „Drive Shift“ დირექტორის მოადგილე იყო და  საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელადაც მუშაობდა. ამასთანავე, იგი ლონდონსა და ნიუ-დოჰაში SHARD-ის ცათამბჯენის პროექტის მენეჯერი იყო.

2183