BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აზერბაიჯანმა სომხეთს 95 სამხედროს ცხედარი გადასცა

აზერბაიჯანმა სომხეთს 95 სამხედროს ცხედარი გადასცა, - ინფორმაციას აზერბაიჯანის ტყვეთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და მძევლების საკითხის სახელმწიფო კომისია ავრცელებს, ფაქტს სომხეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.
 
17 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა სომხურ მხარეს 32 სომეხი სამხედროს ცხედარი გადასცა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ეს პროცესი გაგრძელდება.
 
შეგახსენებთ, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 14 სექტემბრის დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. ორივე მხარემ ერთმანეთი პროვოკაციებში დაადანაშაულა. სომხეთი აცხადებს, რომ მისი მხრიდან 207 სამხედო დაიღუპა, აზერბაიჯანის ინფომრაციით კი, მისი მხრიდან 79. 
 
 
 
 
143