BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტო, საქართველოში იმპორტირებულ საზამთროსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

იმპორტირებული საზამთროს ნიმუშებში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა, – ამის შესახებ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
 
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებულ საზამთროს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. სააგენტოს ინსპექტორებმა, საბითუმო და სავაჭრო ობიექტებიდან იმპორტირებული საზამთროს ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს. 
 
"კვლევის შედეგებით, აღებული 12 ნიმუშიდან, ყველა მათგანში ნიტრატების ნორმა დასაშვებ ზღვარს აღემატება.
 
დარღვევებთან დაკავშირებით სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა. ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის განთავსების აღკვეთა/ამოღება/განადგურება.
 
სააგენტო განაგრძობს ბაზარზე განთავსებული საზამთროს ნიმუშების აღებასა და კვლევას."– ნათქვამია განცხადებაში.  
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
414