BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს – გალერი ღარიბაშვილის გამოსვლას ეხმაურება

ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს იმაში, რომ ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია არ გასცა – ამის სესახებ ევროპარლამენტარი მიხაილ გალერი ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებების საპასუხოდ წერს. 
 
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ოპოზიციონერები, ევროპის სახალხო პარტია და უკრაინის ხელისუფლება "დაჟინებით ითხოვდნენ", საქართველოსთვის არ მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი. 
 
"დარწმუნებული ვარ ქართველმა ხალხმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრირებას ახდენს, უკეთ იცის, ვინ დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რომლის გამოყენებაც ევროკომისიას მოუწია, რათა შესაბამისად და სამართლიანად გამოხმაურებოდა საქართველოს მთავრობის პრობლემებს", - დაწერა მიხაილ გალერიმ.
217