BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რატომ არ ღირს დაგემართოს „ომიკრონი“? - კულუმბეგოვის განმარტება

მიუხედავათ დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საკუთარ FACEBOOK გვერზე წერს. 
 
"დაავადება გემართება დროში შენი ნების საწინააღმდეგოდ და სოციალური და ოჯახური გარემოსგან გამოგთიშავს მინიმუმ 8 დღე; 
- შენ შეიძლება ავადმყოფობის დროს გახდე მოწყვლადი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი
- შენი იმუნური პასუხი გასტანს მხოლოდ თვეები და არა მთელი ცხოვრება;
- შენ შეიძლება დამატებითი ტვირთი გახდე ჯანდაცვის სისტემისთვის;
- თუ შენ ეხლა ავად გახდები, დიდი ალბათობით არ მოგიწევს სამკურნალო პრეპარატების მიღება (პაქსლოვიდი, მოლნუპირავირი, სოტროვიბამი...), რომლებიც ჯერ ჯერობით ძალიან დეფიციტურია მსოფლიოში;
- შანსი, რომ ომიკრონის მერე ხანგრძლივი კოვიდი დაგრჩეს დიდია;
ასე რომ, პირზე და ცხვირზე კარგად მოირგე ნიღაბი (სამედიცინო ან რესპირატორი), თავი შეიკავე შეკრებებისგან, სახლი თუ სამუშაო სივრცე  ხშირად გაანიავე და გაიკეთე აცრა (ბუსტერი)", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი. 
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
1984