BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

იურიდიულმა კომიტეტმა უზენაესის უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა. კენჭისყრა დღეს, პირველ დეკემბერს, გაიმართა. სავარაუდოდ, მოსამართლეობის კანდიდატებს დღესვე პლენარულ სხდომაზეა უყრიან კენჭს.
 
კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა.
 
უზენაესი მოსამართლეობი კანდიდატები არიან:
 
გენადი მაკარიძე,
თამარ ოქროპირიძე,
ნინო სანდოძე,
 თეა ძიმისტარაშვილი,
მათთან გასაუბრები 23-24 ნოემბერს იურიდიულ კომიტეტში გაიმართა.
 
უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, ასევე გასაუბრებას არ დაესწრო სახახლო დამცველის წარმომადგენელიც. ამასთან, აშშ-ს და ევროკავშირის საელჩოები კი მმართველ გუნდს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატების შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ. პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში არსებული წესებით დანიშვნებისგან თავშეკავებას ითვალისწინებდა 19 აპრილის შეთანხმებაც.
244