BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივი იმპორტიორები დაესწრნენ, მათ შორის იყვნენ მსხვილი იაპონური კომპანიების წარმომადგენლებიც. 
 
როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, პრეზენტაცია საქართველოს მეღვინეობის ისტორიისა და  თანამედროვეობის შესახებ, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Red Bridge” დირექტორმა, ღვინის ცნობილმა მაგისტრმა, კენიჩი ოჰაშიმ წარმოადგინა.
 
ღონისძიების სტუმრებმა სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი ქართული ღვინოების საბაზრო პოტენციალზე, საექსპორტო ფასსა და წარმოების მასშტაბების პერსპექტივებზე შეფასებები გააკეთეს. 
 
ამასთან ერთად, განხილული იყო იაპონიაში ქართული ღვინის იმპორტის განხორციელების ტექნიკური საკითხებიც.
 
დეგუსტაციაზე კენიჩი ოჰაშის მიერ, 13 სხვადასხვა ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი, მათ შორის, 2 დასახელების ღვინო იაპონიის ბაზარზე უკვე წარმატებით იყიდება. 
 
ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენის მიზანი გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა და პოტენციური იმპორტიორების მოზიდვა იყო. 
197