BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რომელი ქსელის აბონენტები საუბრობენ ყველაზე მეტს - რეიტინგი

საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა კომუნიკაციების კომისიას 2021 წლის 7 თვის საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. დოკუმენტების მიხედვით, მობილურ კავშირგაბმულობაში წელს მომხმარებლებმა ჯამში, 306.7 მილიონი ლარი გადაიხადეს.  ოპერატორების შემოსავლის 48% ხმოვანი ზარებიდან, 41% ინტერნეტიდან, 4% სმს-ებიდან, 7% კი სხვა სერვისებისგან ფორმირდება. 
 
მობილური კავშირგაბმულობიდან მიღებული შემოსავლები კომპანიების მიხედვით, 2021 წლის პირველ 7 თვეში ასე ნაწილდება:
 
"მაგთი" - 141.6 მილიონი ლარი;
"სილქნეტი" - 108.4 მილიონი ლარი;
"ბილაინი" (ვიონი საქართველო) - 56.7 მილიონი ლარი.
 
წარდგენილ ინფორმაციაში შედის საშუალოდ ერთი აბონენტის მიერ თვის განმავლობაში განხორციელებული ხმოვანი ზარების ხანგრძლივობა. მონაცემების თანახმად, ეს მაჩვენებლები ასე ნაწილდება:
 
1) ბილაინი - აბონენტის მიერ თვეში ხმოვან ზარებზე დახარჯული საშუალო დრო 193 წუთი;
2) სილქნეტი - აბონენტის მიერ თვეში ხმოვან ზარებზე დახარჯული საშუალო დრო 180 წუთი;
3) მაგთი - აბონენტის მიერ თვეში ხმოვან ზარებზე დახარჯული საშუალო დრო 163 წუთი.
 
რაც შეეხება აქტიურ აბონენტთა რაოდენობას, ის 2021 წლის ივლისის მდგომარეობით, ასე ნაწილდება:
 
"მაგთი" - 2.1 მილიონი აბონენტი;
"სილქნეტი" - 1.69 მილიონი აბონენტი;
"ბილაინი" - 1.29 მილიონი აბონენტი.
 
მობილური ოპერატორებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ARPU-ს ანუ თვის განმავლობაში საშუალოდ ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი. ამ მაჩვენებლითაც “მაგთი” ლიდერობს, ხოლო ბოლო ადგილზე კი “ბილაინია”.
 
ერთი აბონენტიდან მიღებული საშუალო შემოსავალი 2021 წლის ივლისში:
 
"მაგთი" - 11.04 ლარი თვეში;
"სილქნეტი" - 10.56 ლარი თვეში;
"ბილაინი" - 7.19 ლარი თვეში.
 
"მაგთის" საშუალო აბონენტი თვეში 14.2 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარს, "სილქნეტის" 7.7 გიგაბაიტს, ხოლო "ბილაინის" კი - 5.9 გიგაბაიტს.
262