BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გიორგი აბრამიშვილი ENKA-ს გადაწყვეტილებაზე: ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის დამაზიანებელია

მსგავსი პოლიტიკა ქვეყნისთვის დამღუპველია, აზიანებს საინვესტიციო გარემოს და გვტოვებს ენერგოდამოკიდებულს,-ასე აფასებს "ენერჯი სოლუშენის" დამფუძნებელი გიორგი აბრამიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ის მიერ საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილებას. 
 
მისივე განმარტებით, მსგავსი გადაწყვეტილებები ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის დამაზიანებელია, არამარტო ენერგო სექტორისთვის, არამედ ზოგადად ქვყენის საინვესტიციო პოტენციალისთვის.
 
"იმ პროექტზე, სადაც თვითონ მთავრობამ გამოაცადა ტენდერი, მოიწვია ინვესტორები, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ინვესტორი იძულებულია უარი თქვას $800 მლნ–იანი ინვესტიციის განხორციელებაზე და 2000 სამუშაო ადგილის შექმნაზე ჩვენს ქვეყანაში, ასევე ყველა იმ სიკეთეზე, რაც ამ პროექტს მოყვებოდა.
 
რაც ყველაზე მთავარია, ვაგრძელებთ ენერგოდამოკიდებულებას.მთლიანი მოხმარების 22%-ია იმპორტის მაჩვენებელი და მომავალ წელს კიდევ უფრო მეტია მოსალოდნელი“, – აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.
 
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაზუტებული არ არის, მაგრამ ეს დროის საკითხია. 
 
„ამ პროცესების დამამძიმებელი პაქტორი ასევე იყო ის, რომ იმედი გვქონდა მედიაციის პროცესი გადავდოდა კონსტურქციულ ნაწილში და იმ ნამდვილ მიზეზებს, რაც მოსახლეობას ქონდა, პასუხი გაეცემოდა, თუმცა პროტესტის ერთი მხარე, რადიკალური ნაწილი ზუსტად ამ დროს გამოეთიშა მოვლენებს.“–აღნიშნავს, აბრამიშვილი.
 
ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია ENKA Renewables-ი საქართველოს მთავრობასთან დადებულ ხელშეკრულებას წყვეტს, შედეგად,ის $800 მილიონიან ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე უარს ამბობს. 
251