BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ = ევროკავშირი

ევროკავშირის საგარეო პოლიტის ხელმძღვანელის თანაშემწის, პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი ინფორმირებულია მედიაში გაჟღერებული ცნობების შესახებ, რომელიც დიპლომატების მიყურადებას ეხება. პიტერ სტანო ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ესაუბრა.
 
როგორც მან გამოცემასთან აღნიშნა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში და ევროკავშირი შესაბამის ნაბიჯებს მოამზადებს.
 
"ჩვენ ვიცით საქართველოს მედიაში არსებული ცნობების თაობაზე, რომელიც შეეხება ჩვენი ევროკავშირის ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებს შორის სატელეფონო საუბრებს, რომელიც ჩაწერილი იყო და ახლა გასაჯაროვდა. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ვინაიდან მას მნიშვნელობა აქვს ვენის კონვენციის ჩარჩოში არსებული დიპლომატიურ ურთიერთობების ფარგლებში.
 
ჩვენ ამ კონტექსტში შესაბამის ნაბიჯებს ვდგამთ, როგორც ამას ვაკეთებ მსგავს სიტუაციაში, მაგრამ სავარაუდო ინციდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ამ წუთას მეტს ვერ ვიტყვით", - განუცხადა პეტერ სტანომ რადიო თავისუფლებას.
344