BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

გამყრელიძე: ინფიცირებიდან აცრას 120 დღის ნაცვლად, 30 დღეში შეძლებენ

დღეს აცრილია 7 000 ექიმი, მომუშავე 18 000 ექიმიდან. ამავე დროს, უნდა ვიცოდეთ, რომ სამედიცინო პერსონალი პანდემიის პერიოდში ყველაზე ძალიან დაზარალდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 
 
"33% სამედიცინო პერსონალისა იყო ინფიცირებული და მოგეხსენებათ, ინფიცირებიდან 120 დღე არის აცრის დაშვებული, ამ კვირაში ეს შეიცვლება და ჩამოვა 30 დღემდე, ამიტომ ყველას უფრო სწრაფად შეეძლება აცრა. მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი და მალე იქნება", - განაცხადა გამყრელიძემ.  
 
1168