BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ხვალიდან 24 ივლისამდე, საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

ხვალიდან 24 ივლისამდე საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
 
მათივე ინფორმაციით, ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი, მეწყრული პროცესები გამოიწვიოს.
 
„21 ივლისს დღის ბოლოდან 24 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
 
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1318