BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეიდან პარლამენტში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა იწყება

დღეიდან პარლამენტის კომიტეტები 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს 6 ივლისის სხდომაზე მიიღეს.
 
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 15 ივლისს გაიმართება, სადაც სახელმწიფო აუდიტისა და ეროვნული ბანკის დასკვნას მოისმენენ, ხოლო 23 ივლისს ბიუჯეტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან.
 
დღეს ბიუჯეტში ცვლილებებს საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტებზე განიხილავენ.
 
ცნობისთვის: მთავრობა ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 7.7%-მდე ზრდის. 1.1 მილიარდი ლარით იზრდება მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯები და ის 19.5 მილიარდი ლარი იქნება. წელსვე საგადასახადო შემოსავლები პირვანდელ გეგმასთან შედარებით 720 მილიონი ლარით გაიზრდება.
 
7.5%-დან 6.9%-მდე მცირდება 2021 წლის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი. სახელმწიფო ვალის მოცულობა კი - 60%-დან 54.6%-მდე
355