BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ართული საექსპორტო ღვინის ხარისხის მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები ერთვებიან

როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ქართული ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის ხელშეწყობაა. სააგენტო აქტიურად მუშაობს, რათა ათეულ მილიონობით წარმოებული ბოთლი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს. 
 
ახალი რეგულაციით, სერტიფიცირებული საექსპორტო ქართული ღვინის ინსპექტირებას საერთაშორისო აუდიტორული კომპანიები „SGS“ და „Bureau Veritas” გაფორმების ეკონომიკურ ზონაში განახორციელებენ.
დამოუკიდებელი, ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანიების „SGS“ (შვეიცარია) და „Bureau Veritas“ (საფრანგეთი) ჩართულობა მნიშვნელოვანია მონიტორინგის პროცესისთვის, რათა სწორედ იმ ღვინის ექსპორტირება განხორციელდეს, რომელმაც უკვე გაიარა სერტიფიცირება. 
 
ინსპექტირება  უკვე დაიწყო კომპანიამ "Bureau Verita“, პროცესში რამდენიმე დღეში ჩაერთვება კომპანია „SGS“.  
აღნიშნული ინიციატივა ღვინის კერძო სექტორიდან მომდინარეობდა და მისი მიზანი საექსპორტო ღვინის ხარისხის უფრო მეტი გამჭვირვალეობის უზრუნველყოფაა.
300