BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ტვინში შესაძლო იშვიათი თრომბოზების მიუხედავად, Ema რეკომენდაციას უწევს AstraZeneca-ს ვაქცინას

ტვინში შესაძლო იშვიათი თრომბოზების მიუხედავად, მედიკამენტების ევროპული სააგენტო რეკომენდაციას უწევს AstraZeneca-ს ვაქცინას ყველა მოზრდილისთვის. ბრიტანელი კოლეგები კი ამას სხვაგვარად ხედავენ.
 
ტვინის თრომბოზის ძალიან იშვიათი შემთხვევების მიუხედავად, ევროკავშირის მედიკამენტური სააგენტო Ema გირჩევთ გამოიყენოთ AstraZeneca-ს ვაქცინა. ვინაიდან სარგებელი უფრო მაღალია, ვიდრე რისკი.
 
როგორც გერმანული გამოცემა SPIEGEL-ი წერს, აღნიშულ თემაზე განცხადება გააკეთა EMA-ს ხელმძღვანელმა ემერ კუქმა:  ”ყოველდღე ათასობით ადამიანი იღუპება ევროკავშირში კოვიდ 19-ით, AstraZeneca–ს ვაქცინა უზრუნველყოფს ეფექტურ დაცვას Covid-19– სგან, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა არსებული ვაქცინა დაავადებების თავიდან ასაცილებლად.”
 
საბინე შტრაუსმა, Ema -ს (Prac) რისკის შეფასების კომიტეტის თავმჯდომარემ, კი ხაზი გაუსვა, რომ ვაქვინაცის მიერ კოვიდისგან დაცვა გადაწონის რისკებს. 
 
”ექსპერტთა ჯგუფმა წარმოადგინა სინუსური ვენის თრომბოზის 62 შემთხვევის დეტალური ანალიზი. 18 შემთხვევა სასიკვდილო შედეგით დასრულდა. ვრცელი დისკუსიების შემდეგ, ჩვენ მივედით დასკვნამდე: თავის ტვინის თრომბები ვაქცინის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენებია, რადგან უფრო მეტი ასეთი შემთხვევა მოხდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო ნორმალურ პოპულაციაში ”- ამბობს შტრაუსი.
 
მისივე თქმით, გრძელდება გამოცხადებული ყველა შემთხვევის გამოკვლევა. ევროკავშირში დაფიქსირებულია ერთი ან ორი ასეთი სერიოზული გვერდითი მოვლენა 100000 ვაქცინირებულზე. 
 
“გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ექიმებმაც და ვაქცინირებულებმაც ვაქცინაციიდან 14 დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციონ სიმპტომებს, როგორიცაა თავის ტკივილი, კანში სისხლდენა ან მხედველობის დარღვევა. სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაზარალებულებმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ სამედიცინო რეკომენდაციებს”- განაცხადა საბინე შტრაუსმა.
 
ამასთან, შტრაუსის თანახმად, სინუსური ვენის თრომბოზის შესახებ ამჟამად არ არსებობს მკაფიო თერაპიული რეკომენდაციები.
 
SPIEGEL-ი ასევე წერს , რომ ბრიტანეთის მედიკამენტურმა სააგენტომ MHRA– მ Ema– ს პარალელურად გამოაცხადა,  რომ მომავალში ბრიტანეთში რეკომენდებულია AstraZeneca-ს შეზღუდვა 30 წლამდე ასაკის ადამიანებში. 
 
როგორც გამოცემა იუწყება, ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, AstraZeneca ვაქცინის 20 მილიონზე მეტი დოზა გაიცა. აქედან თრომბოზის 79 შემთხვევა არსებობს თრომბოციტების უკმარისობასთან დაკავშირებით. რამაც  დააზარალა 51 ქალი და 28 მამაკაცი 18-დან 79 წლამდე ასაკში. გარდაიცვალა 19 ადამიანი, 13 ქალი, 6 კაცი. გარდაცვლილებიდან სამი იყო 30 წლამდე. საერთოდ კი , აიცრა უფრომეტი ქალი ვიდრე მამაკაცი. 
 
ყველა შემთხვევა მოხდა პირველი ვაქცინაციის შემდეგ, თუმცა დიდ ბრიტანეთში შედარებით ცოტა ადამიანია ორჯერ აცრილი AstraZeneca პრეპარატის გამოყენებით. ასე რომ, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ იქნება მეორე ვაქცინაციის შემთხვევაში.
 
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ხაზს უსვამს, რომ ვაქცინაციასა და სერიოზულ გვერდით მოვლენებს შორის შესაძლო კავშირი ნათელია, მაგრამ ბოლომდე გაურკვეველია. ადამიანების უმეტესობისთვის ვაქცინაციის უპირატესობები აჭარბებს უარყოფით მხარეებს. ამასთან, უპირატესობებისა და შესაძლო რისკების შეფასება უფრო რთულია ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფებისთვის.
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
753