BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-მდე შეამცირა

აერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-იან შეამცირა, როდესაც წინა პროგნოზით კი, ორგანიზაცია 4.3%-იანი ზრდას ელოდა.
 
ანგარიშის თანახმად, 2022 წელს ქვეყანაში - 5.8%-იანი ეკონომიკური ზრდა, 2023 წელს კი 5.5%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი. 2022 და 2023 წლების ზრდის შესახებ ანალოგიური პროგნოზი აქვს საქართველოს მთავრობასაც. 
 
იმ შემთხვევაში თუკი წელს ეკონომიკური აქტივობა პროგნოზირებულზე დაბალი იქნება, მაშინ შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს 2021 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მოცულობას. 
 
მსოფლიო ბანკის შეფასებით კი, საქართველოს ეკონომიკის COVID-19-მდე არსებულ დონემდე აღდგენა 2022 წლის ბოლომდე ნაკლებად სავარაუდოა.
184