BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„სინოფარმის“ ვაქცინას ამჟამად ათეულობით ქვეყანა იყენებს“ - თამარ გაბუნია

სინოფარმის“ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა იყენებს, 40 მლნ-ზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჩინური წარმოების ვაქცინის „სინოფარმის“ საქართველოში შემოსვლის კომენტირებისას განაცხადა.
 
როგორ თამარ გაბუნია აცხადებს, „სინოფარმზე“ ჩატარებული კვლევები კარგ შედეგებს უჩვენებს.
 
მისივე თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინის შენახვას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება.
 
„საქართველომ მიიღო 100 000 დოზა „სინოფარმის“ ვაქცინა, რომელიც ჩინური წარმოების გახლავთ. ამ ვაქცინას დღეის მდგომარეობით ათეულობით ქვეყანა იყენებს, „სინოფარმის“ ვაქცინით 40 მლნ-ზე მეტი ადამიანი არის ვაქცინირებული.
 
კვლევები, რომელიც ვაქცინის თაობაზეა ჩატარებული, ძალიან კარგ შედეგებს უჩვენებს. ჩვენი მოლოდინია, რომ აპრილის შუა რიცხვებისკენ მიიღებს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას გადაუდებელი გამოყენებისთვის“,- აცხადებს თამარ გაბუნია.
 
 
ავტორი: მირანდა შურღაია
ელფოსტა: businesstime@medial.ge
208