BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ფულადი გზავნილები $1.88 მილიარდამდე გაიზარდა

2020 წლის განმავლობაში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით სულ $1.88 მილიარდი დოლარი შემოვიდა, რაც 2019 წელთან შედარებით 8.8%-ით მეტი იყო. შესაბამისად, COVID- კრიზისის მიუხედავად, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ეს წყარო გაიზარდა.
 
ცალკეული ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილს კვლავ რუსეთის ფედერაცია იკავებს, საიდანაც გასულ წელს საქართველოში $364 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ეს მაჩვენებელი წლიურად 15%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა ფულადი გზავნილები იტალიიდან, საიდანაც საქართველოში $297 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 24%-ით არის გაზრდილი. 14%-ით გაიზარდა გზავნილები საბერძნეთიდან, რაც $219 მილიონ დოლარს შეადგენდა, აშშ-დან კი ის 22%-ით $178 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
 
ტოპ 20 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა:
 
1 რუსეთის ფედერაცია - $363.9 მილიონი, კლება წინა წელთან -15%
2 იტალია - $297.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24%
3 საბერძნეთი - $219.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
4 აშშ - $218.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან 22%
5 ისრაელი - $156.8 მილიონი, კლება წინა წელთან -4%
6 თურქეთი - $106.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 13%
7 უკრაინა - $87.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 104%
8 გერმანია - $74.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 49%
9 აზერბაიჯანი - $53.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 143%
10 ესპანეთი - $47.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1%
11 საფრანგეთი - $28.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან 7%
12 პოლონეთი - $27.6 მილიონი, კლება წინა წელთან -12%
13 ყაზახეთი - $19.7 მილიონი, კლება წინა წელთან -26%
14 გაერთიანებული სამეფო - $18.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
15 კანადა - $17.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 26%
16 ირლანდია - $14.6 მილიონი, ზრდა წინა წელთან 52%
17 კვიპროსი - $13.0 მილიონი, კლება წინა წელთან -15%
18 სომხეთი - $11.8 მილიონი, კლება წინა წელთან -11%
19 არაბთა გაერთიანებული საამიროები - $9.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 6%
20 ყირგიზეთი - $8.3 მილიონი, კლება წინა წელთან -71%
 
 
395