BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„საქართველოს „ფაიზერისთვის" შესყიდვის მოთხოვნით არ მიუმართავს“ - გიორგი ჩალაძე

"ფაიზერს" საქართველოდან მოთხოვნა არ მიუღია, ეს ტყუილია - ამის შესახებ ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ განაცხადა. 
 
"გუშინ, პირველი საათის მონაცემებით, საქართველოს "ფაიზერისთვის" შესყიდვის მოთხოვნით არ მიუმართავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოიტყუა, როცა განაცხადა, რომ ფაიზერის ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება. ამავე დროს, ტყული იყო გავრცელებული ინფორმაცია "კოვაქსის" პლატფორმის შესახებ, რადგან კოვაქს-პლატფორმაზე არცერთი, ვიმეორებ, არცერთი ვაქცინა არ არის ფაიზერის", - განაცხადა გიორგი ჩალაძემ. 
 
შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყანას ამ წუთში გააჩნია „ფაიზერის“ ვაქცინის 200 ათასი დოზის მიღების შესაძლებლობა.
128