BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„საზოგადოებრივი ავტობუსები სრულად მომავალი წლის გაზაფხულზე შეიცვლება“ - კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ავტობუსები სრულად მომავალი წლის გაზაფხულზე შეიცვლება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერიის 2020 წლის საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.
 
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის პროექტი, ფაქტობრივად, დამთავრებულია. მომავალი წლის დასაწყისში მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ავტობუსები გვექნება განახლებულია და მხოლოდ და მხოლოდ ახალი ავტობუსები იმოძრავებს დედაქალაქში, რაც მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.
 
მან დედაქალაქისთვის ახალი მიკროავტობუსების შეძენის პროექტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალ წელს დამატებითი მიკროავტობუსების შეძენა გახდება შესაძლებელი.
 
„ასევე, პირველ ეტაპზე შეძენილი იყო 300 ერთეული მიკრო ავტობუსი და კომპანია, რომელიც მიკროავტოუსებს ოპერირებას უწევს, მომავალი წელს გამოისყიდის ამ 300 ერთეულ ავტობუსს და ჩვენ გვექნება დამატებითი შესაძლებლობა, რომ დამატებითი მიკროავტობუსები შევიძინოთ და ჩანაცვლების პროგრამა გავაგრძელოთ“, - განაცხადა კალაძემ.
416