BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კორონავირუსისგან კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 253-მდე გაიზარდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 253-მდე გაიზარდა.
 
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
 
ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1731 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 33858-ს შეადგენს.
 
გამოჯანმრთელდა კიდევ 2197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14829-ს შეადგენს.
695