BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ქეიფმა 22:00 საათის შემდეგ გადაინაცვლა მცხეთაში” - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში ეპიდემია „გახურებად ფაზაშია“ შესული და ეს ერთ და ორ თვეში არ დამთავრდება.
 
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ქვეყანას შედარებით რთული გვიანი შემოდგომა და შედარებით რთული ზამთარი ელოდება.
 
„ეს ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ, გადავიტანოთ სწორი პრევენციითა და სწორი მართვით. ვთქვით ბევრჯერ, რომ პირბადეზე უკეთესი არაფერი არაა. ყველაზე უკეთ იცავს. შინ და გარეთ ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, უნდა მივეჩვიოთ. დავიცვათ დისტანცია, არ შევიკრიბოთ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ქეიფმა 22:00 საათის შემდგომ გადაინაცვლა მცხეთაში და ა.შ. ამის კეთება არ შეიძლება! ძალიან გთხოვთ. ვეთამაშებით ცეცხლს! ამ შეკრებების შემდეგ ხდება ძირითადი გავრცელება. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა ამ წესს, ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.
221