BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
 
მისი თქმით, ინფიცირებულების რაოდენობა 18663 მდე გაიზარდა.
 
როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 7 პაციენტი გარდაიცვალა.
311