BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„მოსახლოებამ უნდა გაითავისოს, რომ ეს ინფექცია სერიოზულია და საჭიროა რეგულაციების დაცვა” - მარინა ენდელაძე

თამაში არ არის, ეს ინფექცია სერიოზულია და საჭიროა რეგულაციების დაცვა“,-ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
 
ჟურნალისტების კითხვაზე, იქონიებს თუ რა ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქცია გავლენას აჭარის რეგიონზე, ვინაიდან აქციის მონაწილეებს ეპიდვითარებიდან გამომდინარე პირბადეები არ ეკეთათ, ენდელაძე აცხადებს. რომ „რეგულაციის და კანონდარღვევის ყველა შემთხვევა გავლენას გარკვეულწილად იქონიებს“.
 
„ მოსახლოებამ უნდა გაითავისოს რომ თამაში არ არის, ეს ინფექცია სერიოზულია და საჭიროა რეგულაციების დაცვა. ამას ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ ალბათ, საჭიროა განმეორება“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.
 
შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა ქუჩაში მსვლელობა და აქცია გაიმართეს.
127