BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისი განცხადება ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ გააკეთა.
 
„თებერვლიდან დღემდე სულ დარეგისტრირებულია 14 440 შემთხვევა. როგორც მოსალოდნელი იყო, არის სერიოზული მატება და დღეს ახალი დადასტურებული შემთხვევა შეადგენს 919-ს“, - განაცხადა ენდელაძემ.
 
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირების 919 შემთხვევიდან 366 თბილისში დაფიქსირდა.
208