BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევიდან 124 - ბათუმიდანაა“ - მარინა ეზუგბაია

"170 ახალი შემთხვევიდან 124 მოქალაქე ბათუმში დაინფიცირდა", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
 
"170 ახალი ინფიცირებულიდან 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი.  50 - არის მოგზაურობის ისტორიით, 4 - საკარანტინე სივრციდან დადასტურებული შემთხვევაა და დანარჩენები არიან ის მოქალაქეები, ვისაც ვირუსი ცხელების ცენტრებში დაუდასტურდა და მათი კონტაქტების მოძიება გრძელდება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ მალე აჭარაში დაავადების ლოკალიზება მოხდება.
 
ეზუგბაიას ინფორმაციითვე, რეგიონების მიხედვით სტატისტიკა ასე ნაწილდება: 124 შემთხვევა არის ბათუმიდან, 20 - არის თბილისიდან, 13 - იმერეთიდან, 6 - ზუგდიდიდან, 3 - ოზურგეთიდან, 3 მცხეთიდან და 1 - ცაგერიდან.
 
ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში 11 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე ჯამურად 1154 პაციენტი მკურნალობს ჯამურად, მათგან 5 მძიმე პაციენტია.
251