სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2024 წლის იანვარ-მარტში გაცემული სამშენებლო ნებართვების ოდენობა 13.5%-ით გაიზარდა, რაც 2 492 დეკლარირებულ ნებართვას მოიცავს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული სექტორის კვლევის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა მიმდინარე წლის 28 მაისიდან ამოქმედდება.
სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო უმუშევრობის ხანგრძლივრადიანი, 12-წლიანი შემცირებით მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია. 2012 წელს კი უმუშევრობის 12-წლიანი მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო.
საქართველოს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სინერგიით - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პერიოდული გამოცემა „ADB Insight“-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს.
საქართველო პოზიციონირებს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი სახელმწიფო. ასე რომ, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი საყრდენი არის ქვეყანაში სატრანზიტო პოტენციალის გაძლიერება, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, მასაცუგუ ასაკავამ განაცხადა, რომ განვითარებაზე ორიენტირებული მრავალეროვნული ბანკები კარგი გზა და ხიდია მომავლისკენ ნაბიჯის გადასადგმელად.
საქართველო ამზადებს თავის ეკონომიკას და სისტემებს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და ამავდროულად, ინარჩუნებს სტრატეგიულ თანამშრომლობას რეგიონში, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აზიის განვითარების ბანკის პერიოდული გამოცემა ADB Insight-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა.
,,დღეს გაიხსნა ზესტაფონის შემოვლითი გზის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 3 საათნახევარში იქნება შესაძლებელი და ეს ყველაფერი საერთაშორისო უსაფრთხოების ნორმების დაცვით მოხდება“- ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.