დღეს, 11 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართება, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებულ 18 საკითხს განიხილავენ.
მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
გერმანიის ფედერალური კანცლერის ოფისი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს.
საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების, სამართლებრივი აღსრულების გაუმჯობესების და საერთაშორისო, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინიციატივით, ეროვნული მარეგულირებელი უწყებების მონაწილეობით, მრგვალი მაგიდა გაიმართა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა.
სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
როგორც მოგეხსენებათ, საპენსიო აქტივების ჯამურმა საინვესტიციო მოგებამ, მილიარდ ლარს გადააჭარბა და ჯამურად საპენსიო აქტივების მოცულობამ 4.8 მლრდ ლარი შეადგინა,- განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პირველი კვარტლის პრივატიზაციის გეგმა გადაჭარბებით, 167%-ით შესრულდა.
საპენსიო სააგენტოს ორგანიზებით საინვესტიციო პროცესების ხუთი წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია და პანელური დისკუსია გაიმართა.
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ორგანიზებით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ადგილობრივი განვითარების თემაზე, მერების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.