jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ეროვნული გზამკვლევის შემუშავების საკითხზე გამართულ მესამე პლენარულ სხდომას დაესწრო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანია ცირკულარული ეკონომიკის სფეროში ევროპის სტანდარტებთან მაქსიმალურად მოკლე დროში მიახლოება, რეგულაციების სრულყოფა, დაინტერესებული მხარეების ეფექტიანი მუშაობისთვის პლატფორმების ჩამოყალიბება.
 
„ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული გზამკვლევის შემუშავება დაიწყო. დოკუმენტი წარმოადგენს სტრატეგიულ გეგმას, რომელიც გრძელვადიან ხედვასა და მის მისაღწევად საჭირო ძირითად ინიციატივებს განსაზღვრავს. ცირკულარობის გზამკვლევის საფუძველს ევროკავშირის ცირკულარული ეკონომიკის სამოქმედო გეგმა ქმნის, რომელიც ევროპული „მწვანე შეთანხმების“ ძირეული ნაწილია“, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
 
ცირკულარული ეკონომიკა ეკონომიკური განვითარებისადმი სისტემური მიდგომაა, რომელსაც სარგებელი როგორც ბიზნესისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და გარემოსთვის მოაქვს. ეს ეკონომიკური კონცეფცია აგებულია ნარჩენებისა და დაბინძურების აღმოფხვრის, საქონლისა და ნედლეულის სარგებლობაში შენარჩუნებისა და ბუნებრივი სისტემების აღდგენის პრინციპებზე. მესამე პლენარული სხდომა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ ქვეპროექტის „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესში საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა მმართველობისა და პოლიტიკის გასაძლიერებლად“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს მთავრობის მიერ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობის მიზნით შექმნილ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და სბმკ „ორქისის“ ექსპერტთა ჯგუფმა მიიღო.

100