jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა არის საფრთხის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივი განცხადებისას აღნიშნა.

კობახიძის თქმით, ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ.

„ბატონო გენერალურო მდივანო, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება. მინდა, წარმატებები გისურვოთ თქვენს საქმიანობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

102