როგორც WWW.BUSINESSTIME.GE-ის ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, მევენახეობა-მეღვინეობის დარგისთვის, 2020 წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების სისტემის განვითარების მიმართულებით.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, გასულ 24 საათში, სულ ზედამხედველობა 195 ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება 119-მა ობიქტმა მიიღო. ამის შესახებ ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში არ ყოფილა შეფერხება და დახლზე არ ყოფილა სიცარიელე. ყველა პროდუქტის მიმართულებით ჩვენ გვქონდა უწყვეტი მომარაგება. ეს არ ყოფილა მარტივი სიტუაცია, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის, როდესაც მას აქვს ძლიერი ინსტიტუტები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა.
ჩვენ ვწუხვართ, რომ ვერ მოხერხდა ფართო შეთანხმების მიღწევა ახლად არჩეული პარლამენტის პირველ შეკრებამდე, მიუხედავად პარტიების ლიდერების ძალისხმევისა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პლენარული სხდომა გაიხსნა. სხდომა კონსტიტუციის დადგენილი წესით პრეზიდენტმა გახსნა, რომელიც პარლამენტში შეკრებილებს ამ წუთებში სიტყვით მიმართავს.
Facebook Messenger-ის მუშაობაში გლობალური შეფერხება დაფიქსირდა. სერვისთან წვდომისას პრობლემები ძირითადად ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ მომხმარებლებს შეექმნათ.
7 ბიზნეს ასოციაცია “თბილისი ენერჯის” მიერ გაზის ტარიფის ზრდას ეხმაურება და მოითხოვს კომპანიამ განმარტოს გაძვირების მიზეზები, ანუ რატომ გაიზარა ბიზნეს სუბიექტებისთვის ტარიფი 24 თეთრით.
შემოსავლების სამსახურის თანახმად, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის მომხმარებელი, დარეგისტრირება ვიდეოზარის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურში ვიზიტის გარეშე, სამუშაო საათებში 09:00-დან 18:00 საათამდე შეგიძლიათ.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბოლო 24 საათში ეკონომიკური საქმიანობა 43 ობიექტს შეუჩერდა, 2 კი დაჯარიმდა.