"ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი თავისი ეფექტურობით არც ერთი ქვეყნის მთავრობასა და ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება“, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესის წარმომადგენლებთან ინტენსიური შეხვედრები გრძელდება.
ჩემი და ჩემი მეუღლის განკარგულებაში რჩება 200 მილიონი დოლარი, რომელიც ამ მილიარდნახევრის მიღმა თავისუფალი სახსრების სახით არსებობდა, - ასე პასუხობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ entrepreneur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვები და დაწესებული რეგულაციები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
ახალი წლიდან იწყება ახალი ეტაპი, ახალი ტალღა მიზნობრივი სოციალური დახმარებისა, რომელიც მოიცავს სისტემურ ნაბიჯებს, სისტემურ სოციალურ მხარდაჭერას ჩვენი მოქალაქეებისა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
პანდემიის გამო, ალილო წელს განსხვავებული სახით ჩატარდა. სამღვდელოებამ მაცხოვრის შობის დღესასწაულზე მანქანების მსვლელობა მოაწყო, საიდანაც ნაკურთხი წყალი ასხურეს.
დადებითობის მაჩვენებელი არის 11% და მეტი, როცა ეს მაჩვენებელი 5%-ზე მაღალია, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
81 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები დამტკიცებულია. კანონპროექტი, რომლის ინიციატორები დეპუტატები დავით სონღულაშვილი, ბექა ლილუაშვილი, გოჩა ენუქიძე და მარიამ ქვრივიშვილი არიან, ცალკეული კატეგორიის გადასახადების გადახდის გადავადებას ითვალისწინებს.