jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 სამშენებლო მასალების მწარმოებელი გერმანული კომპანია Knauf-ი რუსეთის ბაზარს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსული რედაქცია ავრცელებს.

როგორც კონცერნის განცხადებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება „მიმდინარე მოვლენების ფონზე“ იქნა მიღებული. ამასთან, კომპანიაში არ აკონკრეტებენ, რა მოვლენაზეა საუბარი, თუმცა მანამდე, აპრილის დასაწყისში გერმანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანული კომპანიები, მათ შორის Knauf-ი, რუსეთის მიერ ოკუპირებულ მარიუპოლში სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობენ.

Knauf-ი რუსულ ბაზარზე 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ოთხი ათასზე მეტი თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად ბიზნესი გადაეცემა ადგილობრივ მმართველობას, მათ შორის, ნედლეულის მოპოვება, წარმოება და გაყიდვა. აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს.

67