jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია

 კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს, სპექტაკლების ბილეთებზე სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს.

სპეციალური შეთავაზება გულისხმობს 50% ფასდაკლებას თეატრის სპექტაკლებზე დასასწრები ბილეთების შეძენის მსურველებისთვის.

აღნიშნული შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია:

- მიბრძანდეთ თეატრის სალაროში;

- წარადგინოთ სტუდენტის ბარათი;

- ერთ ბარათზე გაიცემა ერთი ბილეთი;

აქცია მოქმედებს მხოლოდ სპექტაკლის დღეს, 19:00 – 20:00 სთ. პერიოდში.

სტუდენტური ფასდაკლება არ მოქმედებს პრემიერის დღეებზე.

„ბაზისბანკი მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის გენერალური სპონსორია და ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი პრემიერა თუ მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიება განხორციელდა. მოხარული ვართ, რომ მარჯანიშვილის თეატრი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს ეზიარონ ქართულ კულტურას და ახალი ინიციატივის ფარგლებში თეატრის მოყვარულები 50% ფასდაკლებით დაესწრონ სპექტაკლებს. ბაზისბანკი, როგორც ქართული კულტურის აქტიური მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, კიდევ ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს შესთავაზებს მაყურებელს.“ - თამარ, ხადური, ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.

132