საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი და დღევანდელი ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი მთელი იანვრის განმავლობაში 8,5%-ია.
სავაჭრო ცენტრები მთავრობას საგადასახადო შეღავათებისა და მთავრობის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ პაკეტში შეყვანის მოთხოვნით დღესაც მიმართეს, თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მთავრობამ აღნიშნული თხოვნა არ გაიზიარა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სარესტორნო სექტორი ჯერ კიდევ არის მაღალი რისკის შემცველი, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული რეგულაციები იმ სფეროში შეამსუბუქოს, რომელიც შედარებით ნაკლები საფრთხის შემცველია.
2021 წლის 27 იანვარს, გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ჩვენმა სექტორმა ანახა, როგორ შეიძლება მართო პროცესი წარმატებულად პანდემიის პერიოდში. 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში 6 სავაჭრო ცენტრი მოვემსახურეთ 1 მლნ მომხმარებელს და არანაირი ეპიდაფეთქება არ მომხდარა ანუ ეს შესაძლებელია, - ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დორექტორმა ლევან ყარალაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან სავაჭრო მოლები შეზღუდვებით, თუმცა იხსნებიან. 22 იანვარს გაჟღერებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოლები და საცალო გაყიდვის ობიექტები ოპერირებას კვირის დღეებში, შაბათ-კვირის გარდა შეძლებენ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული 3 ათასი ოჯახიდან 1500-მდე ოჯახს დაეხმარა და ისინი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილდებიან.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებთან გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონპროექტი ონლაინ ფორმატში გამართულ მორიგ შეხვედრაზე განიხილა.