
უკრაინამ მთელი კიევის რეგიონი დაიბრუნა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, განა მალიარმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

ლიტვამ რუსული გაზის იმპორტზე სრულად თქვა უარი. ამ გადაწყვეტილებით ის გაზპრომისგან გაზის მიმღები ევროკავშირის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად თქვა უარი. განცხადებას ლიტვის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.

მოძრაობა "აფხაზეთისთვის" ლიდერის ნუკრი ნოდიას განცხადებით, აფხაზეთის მიმართულებით რეფერენდუმის გეგმა ჩავარდა - რუსეთთან მიერთების საკითხს აფხაზები პრინციპულად ეწინააღმდეგებიან და ამით, ცალსახად ხაზს უსვამენ ერთიან პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გამოხატავენ საერთო განწყობებს მთელი საზოგადოების სახელით, რაც საყურადღებო ფაქტია. ამის შესახებ მან საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა.

თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბუბა კიკაბიძემ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არასაკმარისია და რუსეთის ეკონომიკის გასანადგურებლად საჭიროა პირდაპირი ან არაპირდაპირი ემბარგოს დაწესება მის ენერგორესურსებზე.

კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ტელეკომპანია Belarus-1-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთისა და ბელარუსიის პრეზიდენტებს, შეუძლიათ თავიანთი ქვეყნების ინტერესების დაცვა ძალიან მკაცრად, მათ ესმით ერთმანეთის და აგრძელებენ მეგობრულ დიალოგს.

ცნობილი უკრაინელი ფოტოჟურნალისტი და დოკუმენტალისტი მაკს ლევინი ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გასროლით მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გუშინდელი ბრძოლის შედეგად რუსეთს მიადგა მნიშვნელოვანი ზარალი. ქალაქ ალჩევსკში, ადგილობრივმა საავადმყოფომ კადიროვის ჯგუფიდან დაახლოებით 30 დაჭრილი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის, განცხადებით რუსეთი უკრაინის მთელს ტერიტორიას არ დატოვებს.

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეჩერებულია. ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge მოქალაქეებს ამ დროისთვის მხოლოდ სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებზე შეუძლიათ რეგისტრაცია.