ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 5 მლრდ ევროს მაკროფინანსური დახმარების პაკეტი დაამტკიცა - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 534-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სესხი გამოიყო იმ მიზნით, რომ უკრაინას დაეხმაროს რუსეთის შეჭრით გამოწვეული მწვავე ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში.
ცნობისთვის, ეს არის ევროკავშირის მხრიდან, უკრაინისთვის გაწეული 9 მილიარდიანი დახმარებიდან მეორე ტრანში.