BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

28 იანვარი, 2016 - 14:08

ამჟამად კახეთის ცენტრალურ საავტომობილო გზებზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციის ტანახმად, ამჟამად კახეთის რეგიონში, ცენტრალურ საავტომობილო გზებზე ყველა შეზღუდვა მოხსნილია, გზა გაწმენდილია და გადაადგილება თავისუფალია ნებისმიერი სახის ავტოტრანსპორტისათვის. 

28 იანვარი, 2016 - 14:03

ნოდარ ხადური ევროპარლამენტის ფრაქცია „სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის" დელეგაციის წევრებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ნოდარ ხადური ევროპარლამენტის ფრაქცია „სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსის" დელეგაციის წევრებს შეხვდა, რომელსაც ევროპის პარლამენტში საქართველოს თემაზე მუდმივი მომხსენებელი ანდრეს მამიკინსი (Andrejs Mamikins) ხელმძღვანელობს.

28 იანვარი, 2016 - 13:57

ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს წარსულში მიწის ნაკვეთების გადაფარვის დროს დაშვებული ხარვეზების გასწორებაზე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს დაიწყო სახელმწიფო ქონების ინვენტარიზაციის პროექტი, რომლის შედეგად, დღევანდელი მდგომარეობით თბილისში აღმოჩენილია 700 ჰექტრამდე, ხოლო რეგიონებში 255 ჰა როგორც სასოფლო, ისე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.

28 იანვარი, 2016 - 13:30

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2015 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2015 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო. 

28 იანვარი, 2016 - 13:22

უპილოტო საფრენი აპარატების სერტიფიცირებისა და ექსპლუატაციის წესების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

„სააგენტოში 2015 წელს შეიქმნა უპილოტო საფრენი აპარატების სერტიფიცირებისა და ექსპლუატაციის წესების შემმუშავებელი სამუშაო ჯგუფი“,– ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს Business Time-ს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა გურამ ჯალაღონიამ განუცხადა.  

28 იანვარი, 2016 - 00:00

კიდევ ერთხელ ვადასტურებ მთავრობის მხრიდან კერძო სექტორის უპირობო მხარდაჭერას

„კიდევ ერთხელ ვადასტურებ მთავრობის მხრიდან კერძო სექტორის უპირობო მხარდაჭერას. სწორედ თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის პროგრესის მამოძრავებელი ძალა და მთავრობა დიდად აფასებს თქვენს საქმიანობას და წვლილს ქვეყნის განვითარებაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მე-11 საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.

27 იანვარი, 2016 - 22:38

EBRD საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს მთავრობის რეფორმების პროგრამის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორთან, ბრუნო ბალვანერასთან შეხვედრაზე აღინიშნა.

27 იანვარი, 2016 - 18:07

რომან გოცირიძე: „რუსეთის მიერ საქართველოს ახალ ენერგეტიკულ ალიანსში ჩათრევის მცდელობა აშკარად მიმართულია თურქეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ“

„რუსეთის მიერ საქართველოს ახალ ენერგეტიკულ ალიანსში ჩათრევის მცდელობა და ”მოსკოვი-თბილისი-ერევანი-თეირანის” ენერგო ღერძის შექმნის შესახებ ახლახანს გაკეთებული უცნაური და პოლიტიკურად წამგებიანი განცხადებები აშკარად მიმართულია თურქეთისა და აზერბაიჯანის, როგორც ენერგეტიკის სფეროში ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორების, წინააღმდეგ“, - ამის შესახებ Business Time-ს ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

27 იანვარი, 2016 - 15:58

„დელტას“ მიერ წარმოებული სამხედრო პროდუქცია ეგვიპტეში და მოლდავეთშიც გავა

„დელტას“ უკვე გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მეზობელ ქვეყანასთან ყუმბართმტყორცნებისა და მაღმმტყორცნების მიწოდებაზე“, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოს Business Time–ს სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრის, “დელტას“ საზოგადოების სამსახურის სპეციალისტმა სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში, გიგა ინაშვილმა განუცხადა.

27 იანვარი, 2016 - 15:35

თბილისში ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

„თბილისის მერიის ინიციატივით დედაქალაქში ნაგავ გადამამუშავებელი ქარხანა აშენებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადდა, რომელშიც მონაწილე 13 კომპანიიდან 3 საუკეთესო უნდა შეირჩეს“ – ამის შესახებ Business Times-ს “თბილსერვის ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის უფროსმა, დავით ჩანქსელიანმა განუცხადა.