BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

9 იანვარი, 2020 - 13:51

მინისტრი: ანაკლიის კონსორციუმს პირგასამტეხლო დაერიცხა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" სახელმწიფოსგან უკვე ეპატია 10 მლნ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, თუმცა დამატებითი თანხა კიდევ აქვს დარიცხული.

9 იანვარი, 2020 - 13:48

მთავრობამ „საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

„მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ ორი საკითხი, რომლებიც შეეხება საქართველოს ინტერნეტიზაციას - ეს არის ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 – 2025 წლების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს არამხოლოდ ინფრასტრუქტურის შექმნას, არამედ ზოგადად, საქართველოს, როგორც ციფრული და საინფორმაციო ჰაბის სახით ჩამოყალიბებას რეგიონში“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

9 იანვარი, 2020 - 13:08

გიორგი გახარიამ შესაძლოა, პრემიერის პოსტი დატოვოს

უახლოეს პერიოდში შესაძლოა, პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის მეთაურის პოსტი დატოვოს – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "პირველი" ავრცელებს.
 

9 იანვარი, 2020 - 12:07

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ინტერესის გამოხატვა რამდენიმე თვეში გამოცხადდება

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ინტერესების გამოხატვა რამდენიმე თვეში გამოცხადდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

9 იანვარი, 2020 - 12:02

მთავრობამ ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულებას შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს "ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ" საქართველოს მთავრობასა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები.

9 იანვარი, 2020 - 11:34

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

9 იანვარი, 2020 - 10:11

პრემიერი: გუდაურსა და ბაკურიანში პრობლემები უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო

გუდაურსა და ბაკურიანში პრობლემები უნდა მოგვეგვარებინა, ეს არ უნდა მომხდარიყო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების შეზღუდვის პრობლემებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

7 იანვარი, 2020 - 18:47

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობის სქემა შეიცვლება

ჭავჭავაძის გამზირზე, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე, 8 იანვრიდან  სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპიიწყება. აქედან გამომდინარე, ამაღამ, 01:00 საათიდან, ჭავჭავაძის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო მოძრაობის სქემა შეიცვლება.

7 იანვარი, 2020 - 15:44

წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელი: გუდაურსა და ბაკურიანში კრიზისი გადალახულია

ბაკურინში მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, რომ იმ ადგილებში, სადაც წყლის მიწოდების პრობლემა იყო, უახლოეს პერიოდში წყალმომარაგება სრულად აღდგეს, - ამის შესახებ "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ახალი ხელმძღვანელმა გრიგოლ მანდარიას განცხადა.

7 იანვარი, 2020 - 14:25

ცქიტიშვილი: პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა დამსვენებელსა და ადგილობრივ მცხოვრებს

"პირველ რიგში, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა დამსვენებელსა და ადგილობრივ მცხოვრებს, ვისაც პრობლემები შეექმნა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით. გვქონდა ორი ავარია, თუმცა წყალმომარაგების კომპანიის და ყველა შესაბამისი სამსახურის აქტიური მუშაობის შედეგად აღვადგინეთ მიწოდება და "რედკოში" დილიდან ყველა კორპუსს მარაგდება წყლით", - განუცხადა დღეს გუდაურში ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.