BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

18 მაისი, 2018 - 14:42

საჰაერო მოძრაობის ახალი შენობისა და სასწავლო ცენტრის მშენებლობაზე 32 მილიონი ლარი დაიხარჯა

2017 წელს, გასულ წელთან შედარებით, საჰაერო სივრცის დატვირთვა 13%-ით გაიზარდა და ზრდის ტენდენცია ევროკონტროლის წინასწარი პროგნოზით, მომავალ წლებშიც შენარჩუნდება.

18 მაისი, 2018 - 12:59

საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები „საკრედიტო–საგარანტიო რეფორმას“ მხარს უჭერენ

„საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან საკრედიტო-საგარანტიო რეფორმის სრული მხარდაჭერა მივიღეთ“, – ამის შესახებ, პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

18 მაისი, 2018 - 11:48

ანაკლიის პროექტებს ასტანის გლობალურ ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავენ

„ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა ანაკლიის პროექტი ასტანაში, ეკონომიკურ ბიზნეს ფორუმზე წარადგინა.

18 მაისი, 2018 - 11:39

„ღვინის ეროვნულმა სააგენტომ“ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების ფარგლებში, “ქართული სასწავლებელ თბილისის“ მოსწავლეებს უმასპინძლა.

18 მაისი, 2018 - 11:23

ლევან დავითაშვილი: „სახელმწიფოსთან ერთად ფოროსანასთან ბრძოლის პროცესში მოსახლეობის ჩართულობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტყვირში ფერმერებს შეხვდა და ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მათგან მოისმინა.

18 მაისი, 2018 - 09:13

2023 წელს საქართველო თხილამურსა და სნოუბორდზე თავისუფალ სტილში სრიალის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

2023 წელს საქართველო, თხილამურსა და სნოუბორდზე თავისუფალ სტილში სრიალის მსოფლიო ჩემპიონატს ბაკურიანში უმასპინძლებს.

17 მაისი, 2018 - 20:24

აჭარის ბიუჯეტი 12,7%-იანი გადაჭარბებით შესრულდა

 „აჭარის 2017 წლის ბიუჯეტი 12,7%-იანი გადაჭარბებით შესრულდა და 285 088 500 ლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (220 921,0 ათასი ლარი) შედარებით შემოსულობების ფაქტიური შესრულება 64 167,500 ლარით, ანუ 29,1%–ით არის გაზრდილი“

17 მაისი, 2018 - 19:49

ახალი საწარმო „ემჯიემტექსი“ ტანსაცმელს, ცნობილი ბრენდებისთვის შეკერავს

ქუთაისში, ახალი ტანსაცმლის საწარმო „ემჯიემტექსი“ ტანსაცმელს, ისეთი მსოფლიო ბრენდებისთვის შეკერავს, როგორებიც „H&M“, „Zara“ და “United Colors of Benneton”-ია. ახლადგახსნილმა საწარმომ პირველი შეკვეთა დღეს სწორედ „H&M“-სგან მიიღო.

17 მაისი, 2018 - 15:02

რომეო მიქაუტაძე: “განახლებადი ენერგიები და მათი ათვისება უპირველესია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის"

“განახლებადი ენერგიები და მათი ათვისება უპირველესია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის. ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება რჩება ქვეყნის პრიორიტეტად, რომელიც, თავისი მხრივ, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაცაა“, - ამის შესახებ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოში“ გამოსვლისას განაცხადა.

17 მაისი, 2018 - 14:38

გიორგი უტიაშვილი: „ბალნეოლოგიურ "კურორტ ახტალა"-ს აუქციონზე გატანისა და აუქციონის პირობების შესახებ ინფორმაცია დღეს შევიტყვე“

„ბალნეოლოგიურ „კურორტი ახტალს“-ს აუქციონზე გატანის შესახებ ინფრომაცია გვქონდა, თუმცა როდის და რა პირობებით იქნებოდა პროექტი გატანილი აუციონზე არ ვიცოდით“, - ამის შესახებ ბალნეოლოგიური „კურორტი ახტალა“-ს დირექტორმა გიორგი უტიაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა.