BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

5 აგვისტო, 2020 - 13:31

კობა გვენეტაძე: პანდემიის პერიოდში კომერციული ბანკების საკრედიტო დანაკარგი 1.2 მლრდ ლარია

პანდემიის პერიოდში კომერციულმა ბანკებმა 1.2 მლრდ ლარით იზარალეს - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ბანკების მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სესხების პროცენტის გადავადების მნიშვნელობაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ კორონავირუსმა მათზეც დიდი გავლენა იქონია.
 
 

5 აგვისტო, 2020 - 13:25

ეტაპობრივად გავხსნით სხვა შესაძლო ფრენებს - ნათია თურნავა

რამდენიმე ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება სექტემბერში ავიარეისების შესრულებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა. 

5 აგვისტო, 2020 - 12:21

კახა კალაძე: მინდა ვკითხო თბილისელებს, თქვენ ჩემს ადგილზე რას გააკეთებდით?

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის, რაც დღეს დედაქალაქში გასაკეთებელია, მიუხედავად სირთულისა, აუცილებლად უნდა გაკეთდეს. სწორედ ამისკენ არის მიმართული მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პოლიტიკა.
 
 

5 აგვისტო, 2020 - 12:04

კონდოლიზა რაისი: „საქართველომ დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს“

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ რთული საერთაშორისო გარემოებებისთვის თავის გასართმევად, საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს და ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას მხოლოდ დახმარება შეუძლია.
 
 

5 აგვისტო, 2020 - 11:36

„ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ვარდნა საქართველოში -5% იქნება“ - კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის 2020 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი -5%-მდე შეამცირა. ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
 

5 აგვისტო, 2020 - 11:28

„დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს“ - მიხეილ ჩხენკელი

დღევანდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა დაიწყება 15 სექტემბერს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
 
 

5 აგვისტო, 2020 - 11:16

ერონულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8%-მდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 5 აგვისტოს რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტით განისაზღვრა.
 

5 აგვისტო, 2020 - 11:06

„ბოდიში, ვისაც საცობში დგომა მოუწია“ - კალაძე

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს და ავტომობილის მძღოლს, ვინც ამ დღეს გადაადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე და მოუწია საცობში დგომა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
 
 

5 აგვისტო, 2020 - 10:29

15 ინფიცირებული, 12 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე განახლდა.
 
 

4 აგვისტო, 2020 - 16:26

„ოპერაცია იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით ჩატარდა ისე, როგორც პაციენტმა იცოდა“ - ექიმების ადვოკატი

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დაკავებული ექიმების ადვოკატის სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, ოპერაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ჩაატარეს, ოღონდ იტალიელი ექიმების მეთვალყურეობით, რაც პაციენტმა იცოდა.