BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

22 აგვისტო, 2019 - 11:15

ვაჟა-ფშაველას გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ბექას ქუჩიდან შეიზღუდება

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის გადაღებებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება და ბექას ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მონაკვეთს მოიცავს.

22 აგვისტო, 2019 - 10:10

ყაზბეგის N28-ში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ყაზბეგის N28-ში წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მილები და ჭები, რის შემდეგაც რეაბილიტირებულ პერიმეტრზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

22 აგვისტო, 2019 - 10:09

სალომე ზურაბიშვილი დღეს ლიეტუვას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვევა.

22 აგვისტო, 2019 - 08:20

ნათია თურნავა: აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებებს სექტემბერში გავმართავთ

აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე მოლაპარაკებებს  სექტემბერში გავმართავთ, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა. 

21 აგვისტო, 2019 - 16:23

მამუკა ბახტაძე „რაინეარი“ შემოსვლაზე: „ჩვენ ეს გავაკეთეთ“

ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „რაინეარი“-ს კომერციულ დირექტორთან  დევიდ ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

21 აგვისტო, 2019 - 16:19

გიორგი ჩოგოვაძე - „რაინეარის“​ საქართველოში შემოსვლა ნიშნავს უფრო მეტ ევროპელ ტურისტს

„რაინეარის“​ საქართველოში შემოსვლა ნიშნავს უფრო მეტ ევროპელ ტურისტს, – ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

21 აგვისტო, 2019 - 16:02

TAV Georgia: ივლისში მგზავრთნაკადის 14%-იანი კლება დაფიქსირდა

რუსეთის მიერ დაწესებული ავიასანქციების გამო, TAV Georgia-ში 2019 წლისთვის მგზავრთკანადის 12%-14%-იან შემცირებას პროგნოზირებენ. 

21 აგვისტო, 2019 - 15:56

თურნავა ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია

„არცერთი სტატუსი, არცერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია, არცერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. ოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია", - ასე უპასუხა ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას შეეხებოდა.

21 აგვისტო, 2019 - 15:49

ნათია თურნავა: წარმატებით დავასრულეთ ინტენსიური მოლაპარაკებები - „რაინეარი“ საქართველოდან ოპერირებას იწყებს

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ღყანაირ საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

21 აგვისტო, 2019 - 15:17

2020 წლიდან „RYANAIR“ 9 ახალ მიმართულებას დაამატებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს" შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.