BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

30 სექტემბერი, 2016 - 15:19

დიმიტრი ქუმსიშვილი აგარაში ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებას დაესწრო

კიდევ ერთი ახალი საწარმო გაიხსნა შიდა ქართლის რეგიონში, რომლის შესაქმნელად 4,5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. აგარის ხილის სპირტის საწარმოს გახსნის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრთან ერთად პირველი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო

29 სექტემბერი, 2016 - 18:06

ანაკლიის პორტის წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო

ანაკლიის პორტში წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საზღვაო ინფრასტრუქტურული კომპანია „Van Oord“-ი ასრულებს

27 სექტემბერი, 2016 - 14:46

მესტია-აეროპორტი-წრნიაშის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია" ადგილობრივი მნიშვნელობის მესტიის ცენტრი-აეროპორტი-წრნიაშის საავტომობილო გზის კმ1+000-კმ4+000 მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს

27 სექტემბერი, 2016 - 14:40

ნაფარეული-ლაფანყურის გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

აქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპრატმენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ, ნაფარეული-ლაფანყურის საავტომობილო გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები  დაათვალიერა

27 სექტემბერი, 2016 - 10:27

მცხეთას მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა აქვს

მცხეთას მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა აქვს. ქალაქის სტრატეგიული დოკუმენტი იმავე ჯგუფმა („სალი 2011“) მოამზადა, რომელიც თბილისისთვის ანალოგიურ გეგმაზე მუშაობს.

26 სექტემბერი, 2016 - 16:50

განმუხურში ბოტანიკური ბაღი და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება

განმუხურში ბოტანიკური ბაღი და 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. პროექტებს ფონდი „ქართუ“ და თანაინვესტირების ფონდი განახორციელებენ. პროექტების პრეზენტაცია დღეს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გამართა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი თანახმაა მსგავსი პროექტები გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც განახორციელოს.

26 სექტემბერი, 2016 - 14:56

ზემო იმერეთი-რაჭის მიმართულებით 2 ზოლიანი 55 კილომეტრიანი გზის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება

ზემო იმერეთი-რაჭის მიმართულებით იგეგმება ახალი 2 ზოლიანი, 55 კილომეტრიანი გზის მშენებლობა.

25 სექტემბერი, 2016 - 16:28

გიორგი კვირიკაშვილი: "ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად"

„ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის", – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი ჰიდროელექტროსადგურის  “საგურამოჰესი” გახსნის ცერემონიის დროს განაცხადა. 

25 სექტემბერი, 2016 - 15:20

პროექტის "ახალი ტფილისი" 1 ეტაპის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი დაიხარჯა

დავით აღმაშენებლის რეაბილიტირებული გამზირი, რომელიც მასშტაბური პროექტის, „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპია, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თბილისის მერთან და ვიცე-მერთან ერთად გახსნა. 

24 სექტემბერი, 2016 - 12:33

რომან გოცირიძე: "ესაა ფორუმი, სადაც მოდიან ბიზნესმენები, ექსპერტები არაფორმალურ მმართველს ანგარიშს აბარებენ, ეს ფორმატი ფუჭი ლაყბობაა"

"ბიძინა ივანიშვილის „მოქალაქის“ მიერ ორგანიზებულ ორ ფორუმს ვესწრებოდი, თუმცა ვინაიდან აქ ქვეყნის და ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო წინადადებები ვერ მოვისმინე, შემდგომ ფორუმებზე აღარ მივსულვარ", – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერი რომან გოცირიძემ განაცხადა.