BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

27 თებერვალი, 2020 - 10:03

გიორგი გახარია: ჩვენ პანიკის საფუძველი არ გვაქვს

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

26 თებერვალი, 2020 - 23:05

თურნავა: იმედი მაქვს ფრენების აკრძალვა იქნება დროებითი, ვინაიდან ირანთან დაწესებული შეზღუდვების გამო ქვეყანა თვიურად 30 მლნ ლარის შემოსავალს კარგავს

იმედი გამოთქვა, რომ ფრენებზე დაწესებული აკრძალვები დროულად მოიხსნება. მისი ინფორმაციით, ირანთან დაწესებული შეზღუდვების გამო ქვეყანა თვიურად 30 მლნ ლარის შემოსავალს კარგავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

26 თებერვალი, 2020 - 23:03

პრემიერმა კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებისთანავე საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით შექმნილი საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა.

26 თებერვალი, 2020 - 22:52

ეკატერინე ტიკარაძე: 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რომ ქვეყანაში არ აღმოჩნდეს კორონავირუსის ეპიდაფეთქება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას განუმარტავს, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების მიუხედავად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

26 თებერვალი, 2020 - 22:35

ჯანდაცვის მინისტრი - გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცეები

გვაქვს საკმარისი საკარანტინე სივრცეები, ისევე როგორც სათანადოდ აღჭურვილი და მომზადებული საავადმყოფოს სივრცეები,- ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

26 თებერვალი, 2020 - 22:06

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, -  ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
 

26 თებერვალი, 2020 - 22:00

ოკუპირებულ აფხაზეთში კარანტინი გამოცხადდა

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით კარანტინი გამოცხადდა.

26 თებერვალი, 2020 - 18:29

წელს, ფინანსთა სამინისტრომ შესაძლოა 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობა დააბრუნოს

„წელს, დაახლოებით, 800 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნებას ვგეგმავთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ეკონომიკურ კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2020 წელს ფისკალურ რეფორმებზე“ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

26 თებერვალი, 2020 - 18:22

კორონა ვირუსი იმდენად საშიში არაა, რამდენადაც პანიკა, რომელშიც საზოგადოება შეიძლება ჩავარდეს - ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კორონავირუსის თემას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოსახლეობა პანიკას არ უნდა აყვეს.

26 თებერვალი, 2020 - 18:14

საქართველო პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის

საქართველოში ახალი კორონავირუსის დაფიქსირების რისკი მომატებულია, სწორედ ამიტომ, ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადის.