BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

10 იანვარი, 2020 - 18:44

აუდიტის დასკვნა: 560 645 083 ლარის ღირებულების C ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა

560 645 083 ლარის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, - ამის შესახებ საუბარია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული სააგნგარიშგებო პერიოდის კონსოლიდირებული ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშში.

10 იანვარი, 2020 - 17:04

ბახტაძე: ხაზარაძე რეალობის დამახინჯებას და მოდელირებას უშედეგოდ ცდილობს

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო "Business Time" უცვლელად გთავაზობთ:

10 იანვარი, 2020 - 16:22

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოში 9,357,964 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც რეკორდული ციფრია

„2019 წელი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სირთულეებით. მთავრობისა და კერძო სექტორის დაუღალავი მუშაობით ჩვენ ერთობლივად შევძელით აღმოგვეფხვრა ტურიზმის სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები", - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა.

10 იანვარი, 2020 - 14:01

„არქის“ ჯამურმა გაყიდვებმა 2019 წელს 230 მლნ ლარს გადააჭარბა

"2019 წლის მანძილზე 1700-ზე მეტი ბინა გაიყიდა სხვადასხვა პროექტში, კომპანიას რეკორდული რაოდენობის 1700 “არქელი” ოჯახი შეემატა", - განაცხადა Property Georgia-თან ინტერვიუში “არქის” გენერალურმა დირექტორიმა შიო ხეცურიანმა.

10 იანვარი, 2020 - 13:52

„არქი“ იტონგის ქარხნის მშენებლობას, რომელშიც 15 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა, გაზაფხულზე დაასრულებს

 
„არქი“ იტონგის ქარხნის მშენებლობას, რომელშიც 15 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა, გაზაფხულზე დაასრულებს.

10 იანვარი, 2020 - 13:06

თბილისის მერია და მისი უწყებები Facebook-ში რეკლამირებისთვის 170 ათას ლარს დახარჯავენ

თბილისის მერია და მისი დაქვემდებარებული უწყებები სოციალურ ქსელში რეკლამირებისთვის 170 ათას ლარს დახარჯავენ. შესაბამის შესყიდვას უტენდეროდ ააიპ „საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო” მერიის სახელით ახორციელებს.

10 იანვარი, 2020 - 13:00

ხაზარაძე: ივანიშვილის ფონდმა ანაკლიის პროექტში მონაწილეობაზე უარი თქვა

"ერთ დიდ შეკრებაზე ივანიშვილმა თქვა, რომ მე ბედნიერი ვარ რომ ამ პროექტში მონაწილეობა არ მაქვს მიღებულიო", - ამის შესახებ "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტვ "მთავარის" ეთერში განაცხადა.

10 იანვარი, 2020 - 12:54

დევნილთა სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილ ოჯახს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 401 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდის. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
 

10 იანვარი, 2020 - 09:44

აირბალონისა და მისი მოწყობილობის სისტემის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარდგენა სავალდებულო გახდა

2020 წლის პირველი იანვრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებსაც დამონტაჟებული აქვთ გათხევადებული აირის აირბალონი და მისი მოწყობილობის სისტემა, ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს  აირბალონისა და მისი მოწყობილობის  სისტემის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი სერტიფიკატების წარდგენა სავალდებულო გახდა.

9 იანვარი, 2020 - 19:07

„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ ფარგლებში, 47 682 200 ლარის ღირებულების 40-მდე ობიექტია პრივატიზებული

შეუფერხებლად მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ მიმდინარე წელს დამატებით 4 233 000 ლარის ღირებულების 10 ობიექტი გასხვისდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.