BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

19 სექტემბერი, 2019 - 16:35

კერძო კომპანიების დაწუნებულ ყურძენს სახელმწიფო კომპანია „აკურა“ შეიძენს

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მათ სახელმწიფო კომპანია "აკურას" მისცეს უფლება, პირდაპირი შესყიდვის წესით შეიძინოს მათ შორის, დაზიანებული ყურძენი, რომელიც კერძო კომპანიებისთვის არ იქნება საინტერესო.

19 სექტემბერი, 2019 - 13:38

თურნავა: ჩვენ იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში არსებობს, ძალიან კარგად ვხედავთ

"ჩვენ იმ გამოწვევებს, რაც ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში არსებობს, ძალიან კარგად ვხედავთ", -  ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ NDI-ის კვლევის შედეგებზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.

19 სექტემბერი, 2019 - 13:33

აგვისტოში, საქართველოს 1 358 598 საერთაშორისო მოგზაურთა ეწვია

2019 წლის აგვისტოში, საქართველოს 1 358 598 საერთაშორისო მოგზაურთა ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9%-ით მეტია. 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა ტურისტულ ვიზიტებში - მათი რაოდენობა აგვისტოში 753 648 შეადგენს.

19 სექტემბერი, 2019 - 13:29

ნათია თურნავა: ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები

"ჩვენ ვართ მცირე მთავრობის კონცეფციის ერთგულები", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  ენერგეტიკის სამინისტროს შესაძლოა აღდგენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციის შესახებ დასმულ კითხვაზე კომენტირებისას განაცხადა.

19 სექტემბერი, 2019 - 13:15

ევროკავშირის ბაზარზე საქართველოს ექსპორტი 25%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, საქართველომ 2019 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ევროკავშირის ბაზარზე საქონლის ექპორტირების შედეგად მიიღო. მთლიანობაში EU-ს ქართული ექსპორტის 23.7% უჭირავს.

19 სექტემბერი, 2019 - 11:53

ფილმის გადაღებების გამო 21 სექტემბერს მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის "ფორსაჟი 9" ეპიზოდების გადაღებების გამო, 21 სექტემბრის 00:00 საათიდან 22 სექტემბრის 00:00 საათამდე ნუცუბიძის ფერდობზე  გადაიკეტება დათუაშვილის ქუჩა და ამაშუკელის ქუჩის მონაკვეთი (დათუაშვილის ქუჩიდან ამაშუკელის ქუჩის შესახვევამდე).

19 სექტემბერი, 2019 - 11:31

ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებს შორის რუსეთი პირველ ადგილზეა

019 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 72.7 პროცენტი შეადგინა.

19 სექტემბერი, 2019 - 11:18

იანვარ-აგვისტოში საგარეო ვაჭრობა 0.01% გაიზარდა

2019 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 126.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.01 პროცენტით მეტია.

19 სექტემბერი, 2019 - 11:07

NDI: გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მოსახლეობის 60% მთავრობის საქმიანობას "ცუდად" აფასებას.

19 სექტემბერი, 2019 - 10:51

ლევან დავითაშვილი ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი  თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში ღვინის კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა და რთველის პროცესში მათი ჩართულობის თაობაზე ინფორმაცია მიიღო.