BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

23 აგვისტო, 2019 - 14:35

გიორგი კაკაურიძე: დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის ნაწილი სოფლებში დაბრუნდება

"სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთოს, მათი მოთხოვნებისა და წინადადებების გათვალისწინება მოხდეს, რაც ხელს შეუწყობს ბიუჯეტის სწორ ფორმირებას და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრას", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განცხადა.

23 აგვისტო, 2019 - 13:31

ბათუმი-კონსტანცას შორის საკონტეინერო გემი დაინიშნება

2019 წლის 20 აგვისტოს, სს„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი  დავით ფერაძე, ტრანს კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) გაერთიანებაში შემავალი  ქვეყნებისა  და კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.

23 აგვისტო, 2019 - 13:21

მამუკა ბახტაძე ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. 

23 აგვისტო, 2019 - 13:09

„რუსეთის მხრიდან ღვინის იმპორტზე სანქციების შესაძლო დაწესების მოლოდინმა, გარკვეული ნეგატიური ფონი შექმნა“

"2019 წლის ივნისის ბოლოდან განვითარებული მოვლენების გამო, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე სანქციების შესაძლო დაწესების მოლოდინმა, შექმნა გარკვეული ნეგატიური ფონი, რამაც კერძო სექტორის აქტივობაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის რისკი გააჩინა", – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

23 აგვისტო, 2019 - 12:16

კახეთში ყურძნის ჭარბ მოსავალს ელოდებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს კახეთის რეგიონში ჭარბ, 250 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან, რამაც შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი, თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. 

23 აგვისტო, 2019 - 11:21

2019 წლის II კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების რაოდენობამ 417.1 ათასი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 780.1 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა. 

22 აგვისტო, 2019 - 15:02

ლევან დავითაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის, ზემო და ქვემო ალვანისა და ბაბანეულის მოსახლეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი შეხვდა. 

22 აგვისტო, 2019 - 14:58

დღეიდან ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისი ხელმისაწვდომია

ბათუმი საქართველოს მეორე ქალაქია, სადაც დღეიდან ელექტრომობილების გაზიარების სერვისით სარგებლობა იქნება შესაძლებელი.

22 აგვისტო, 2019 - 12:32

ვახტანგ წერეთელი: ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ

"ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?!", - ამის შესახებ  "TV პირველის" დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი მისი მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის "თიბისი ბანკის" საქმეზე ბრალის წარდგენას Facebook–ის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში წერს. 

22 აგვისტო, 2019 - 11:24

პროკურატურამ ხაზარაძე და ჯაფარიძე წარდგენილი ბრალის დაზუსტებისთვის დაიბარა

"თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.